Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და რესურსების სამინისტროს წარმომადგენელთან

შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და რესურსების სამინისტროს წარმომადგენელთან

7 ოქტომბერს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა გამართა შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და რესურსების სამინისტროს სავაჭრო შეთანხმებებზე მოლაპარაკებების მიმართულების დირექტორთან, მინიონგ ლისთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) ხელმოწერისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი კორეის რესპუბლიკაში

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი კორეის რესპუბლიკაში

7-10 სექტემბერს, კორეის რესპუბლიკაში გაიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას, ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც, შედგა მისი შეხვედრა კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრ იუნ ჰო-ჯუნთან. მხარეებმა განიხილეს ციფრული განვითარების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ასევე ხელი მოაწერეს ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.  ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ასევე ეწვია კორეის სტიქიური უბედურებების მართვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეროვნულ ცენტრსა და ციფრული მმართველობის საგამოფენო ცენტრს, სადაც გაეცნო ცენტრების საქმიანობას, სამუშაო პროცესებსა და გამოყენებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხეილ თიგიშვილი და სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე.

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ციფრული მმართველობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ციფრული მმართველობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

8 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოში ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის შექმნასა და საქართველოს ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის, my.gov.ge-ს, შემდგომ განვითარებაზე ერთობლივ მუშაობას. მემორანდუმს ხელი მოეწერა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას, კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში. კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრთან იუნ ჰო-ჯუნთან შეხვედრაზე, მინისტრებმა ასევე განიხილეს ციფრული განვითარების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. პაატა სალიამ ხაზი გაუსვა ხელოვნური ინტელექტის, ინოვაციური ტექნოლოგიების, ელექტრონული სერვისებისა და ციფრული მმართველობის მიმართულებით პარტნიორობის მნიშვნელობას. მან ასევე ისაუბრა ბოლო წლებში საქართველოს მიერ ციფრული მმართველობის, ელექტრონული სერვისების, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროებში მიღწეულ პროგრესზე. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხეილ თიგიშვილი და სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციასთან

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციასთან

7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოგ ჯუნ სონგთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობები და მათი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. აღინიშნა, რომ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და უვიზო რეჟიმი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერებას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის.

საქართველოს პარლამენტში კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პარლამენტში კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრები გაიმართა

7 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოგ ჯუნ სონგს და კომიტეტის წევრებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. დელეგაციის წევრებმა ასევე შეხვედრა გამართეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან. მხარეებმა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია საქართველოში ნიკოლოზ სამხარაძის მოწვევით იმყოფება. 

შეხვედრა კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა

შეხვედრა კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა

25 აგვისტოს, საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხეილ თიგიშვილმა გამართა შეხვედრა კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ-სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორთან, ქალბატონ ჯოო ეუნ ჰაესთან. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ასევე, განიხილეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის „ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების (BIT) ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებების სტატუსი და შემდგომი ნაბიჯები.

საქართველოს საელჩოსა და იონგსანის კულტურის ფონდს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს საელჩოსა და იონგსანის კულტურის ფონდს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

24 აგვისტოს, საქართველოს საელჩოში გაიმართა ურთიერთგაგების მემორანდუმის (MOU) ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია საქართველოს საელჩოსა და იონგსანის კულტურის ფონდს შორის. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხეილ თიგიშვილმა და იონგსანის კულტურის ფონდის თავმჯდომარემ, ლიმ ჰიუნგ-ჯუმ. მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც 2027 წელს ქ.სეულში გაიმართება პირველი მასშტაბური ქართული კულტურული ღონისძიებები.

შეხვედრა სეულის იონგსანის რაიონის მერთან

შეხვედრა სეულის იონგსანის რაიონის მერთან

24 აგვისტოს, საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხეილ თიგიშვილმა გამართა სამუშაო შეხვედრა ქ. სეულის იონგსანის რაიონის ახლადდანიშნულ მერთან, კიმ კუიონგ-დესთან. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დედაქალაქებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შორის პარტნიორობის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2027 წლის აპრილში იონგსანის კულტურის ფონდთან თანამშრომლობით დაგეგმილი მასშტაბური ქართულ კულტურულ ღონისძიებების შესახებ.

შეხვედრა კორეის სტარტაპებისა და მეწარმეობის განვითარების ინსტიტუტის (KISED) პრეზიდენტთან

შეხვედრა კორეის სტარტაპებისა და მეწარმეობის განვითარების ინსტიტუტის (KISED) პრეზიდენტთან

მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა შეხვედრა გამართა კორეის სტარტაპებისა და მეწარმეობის განვითარების ინსტიტუტის (KISED) პრეზიდენტთან, იუ ჯონგ პილთან და ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები. კორეის მხარემ გამოხატა მზაობა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) და ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბთან თანამშრომლობის თაობაზე. ასევე, საქართველომ მიიღო ოფიციალური მოწვევა მიმდინარე წლის დეკემბერში, სეულში დაგეგმილ საერთაშორისო ფესტივალზე „Come Up Festival” ეროვნული პავილიონით მონაწილეობასთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია საზღვარგარეთ; დიასპორის წევრების ჩართულობა ქართული კერძების, რეცეპტებისა და კულტურის გაცნობაში; კულინარიული ღონისძიებების, სასწავლო შეხვედრების და ბანაკების ორგანიზება, სადაც მონაწილეები აქტიურად შეისწავლიან ქართული კერძების მომზადებას; დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული რესტორნების, კულინარიული კლუბებისა და სკოლის პროექტების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით. 

შეხვედრა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტთან

შეხვედრა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტთან

2026 წლის 23 ივნისს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხეილ თიგიშვილმა მონაწილეობა მიიღო კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ლი ჯე-მიუნგის მიერ კორეის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ღონისძიებაში. მიხეილ თიგიშვილმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა კორეის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ,,შუა დერეფნის" მნიშვნელობასა და საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლისა და სატრანსპორტო ჰაბის როლზე, რაც მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის კორეასთან თანამშრომლობისთვის ლოგისტიკის, დაკავშირებადობის, ვაჭრობისა და მიწოდებათა ჯაჭვების მდგრადობის მიმართულებებით.

შეხვედრა Hyundai Motor Group-ის წარმომადგენელთან

შეხვედრა Hyundai Motor Group-ის წარმომადგენელთან

2026 წლის 19 ივნისს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა გამართა შეხვედრა გამართა კომპანია Hyundai Motor Group-ის გლობალური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსთან, სანგჯინ კიმთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და Hyundai Motor Group-ს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს პოტენციალს, როგორც რეგიონულ ლოგისტიკურ და საწარმოო ჰაბს. ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს, შუა დერეფნის განვითარებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ხელსაყრელ საგადასახადო გარემოსა და წყალბადის ენერგეტიკის სფეროში პროექტების განხორციელების შესაძლებლობას.