Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საელჩო კორეის რესპუბლიკაში

საელჩოს შესახებ

საკონსულო განყოფილება

სიახლეები

შეხვერა კორეის მრეწველობის ფედერაციის წარმომადგენელთან

შეხვერა კორეის მრეწველობის ფედერაციის წარმომადგენელთან

29 ოქტომბერს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა გამართა შეხვედრა კორეის მრეწველობის ფედერაციის (FKI) საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ბონგმან კიმთან. მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ასევე დადებითად შეაფასეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება. ამასთან, კორეულმა მხარემ დაადასტურა ფედერაციის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებსა და ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი კავშირების შემდგომ გაღრმავებას.

სეულმა ქართული ღვინის პოპულარიზაციის მასშტაბურ ღონისძიებებს უმასპინძლა

სეულმა ქართული ღვინის პოპულარიზაციის მასშტაბურ ღონისძიებებს უმასპინძლა

19 ოქტომბერს, ქ. სეულში, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს და კორეული მარკეტინგული პლატფორმა Wine21-ის ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები გაიმართა. კერძოდ, Georgia Wine Show 2026-ისა და Georgia Wine Festival 2026-ის ფარგლებში, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ქართული ღვინის მასტერკლასი გამართეს, სადაც კორეელ იმპორტიორებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ ღვინოებს, მიეღოთ ინფორმაცია მათი იმპორტისა და ქართველ მწარმოებლებთან თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ. სტუმრებს სიტყვით მიმართა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა, რომელმაც კორეის ბაზარზე ქართული ექსპორტის გაფართოებისა და ორმხრივი სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა. აღნიშნული ღონისძიებები 2023 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასა და საქმიანი კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად. წელს ღონისძიებებში ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანია მონაწილეობდა, ხოლო დამსწრეთა რაოდენობამ 400 შეადგინა, რომელთა შორის იყვნენ ადგილობრივი იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები, სომელიეები და ბლოგერები.

შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და რესურსების სამინისტროს წარმომადგენელთან

შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და რესურსების სამინისტროს წარმომადგენელთან

7 ოქტომბერს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა გამართა შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და რესურსების სამინისტროს სავაჭრო შეთანხმებებზე მოლაპარაკებების მიმართულების დირექტორთან, მინიონგ ლისთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) ხელმოწერისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი კორეის რესპუბლიკაში

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი კორეის რესპუბლიკაში

7-10 სექტემბერს, კორეის რესპუბლიკაში გაიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას, ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც, შედგა მისი შეხვედრა კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრ იუნ ჰო-ჯუნთან. მხარეებმა განიხილეს ციფრული განვითარების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ასევე ხელი მოაწერეს ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.  ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ასევე ეწვია კორეის სტიქიური უბედურებების მართვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეროვნულ ცენტრსა და ციფრული მმართველობის საგამოფენო ცენტრს, სადაც გაეცნო ცენტრების საქმიანობას, სამუშაო პროცესებსა და გამოყენებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხეილ თიგიშვილი და სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე.

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ციფრული მმართველობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ციფრული მმართველობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

8 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოში ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის შექმნასა და საქართველოს ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის, my.gov.ge-ს, შემდგომ განვითარებაზე ერთობლივ მუშაობას. მემორანდუმს ხელი მოეწერა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას, კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში. კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრთან იუნ ჰო-ჯუნთან შეხვედრაზე, მინისტრებმა ასევე განიხილეს ციფრული განვითარების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. პაატა სალიამ ხაზი გაუსვა ხელოვნური ინტელექტის, ინოვაციური ტექნოლოგიების, ელექტრონული სერვისებისა და ციფრული მმართველობის მიმართულებით პარტნიორობის მნიშვნელობას. მან ასევე ისაუბრა ბოლო წლებში საქართველოს მიერ ციფრული მმართველობის, ელექტრონული სერვისების, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროებში მიღწეულ პროგრესზე. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხეილ თიგიშვილი და სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციასთან

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციასთან

7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოგ ჯუნ სონგთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობები და მათი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. აღინიშნა, რომ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და უვიზო რეჟიმი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერებას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის.