შეხვედრა კორეის საშუალო ზომის საწარმოთა ფედერაციაში
16 ნოემბერს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა მონაწილეობა მიიღო კორეის საშუალო ზომის საწარმოთა ფედერაციის (FOMEK) მიერ ორგანიზებულ ფორუმში, სახელწოდებით „2026 International Cooperation Meet-up Day for MMEs“.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შეხვედრები კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, ინდუსტრიისა და რესურსების სამინისტროს სავაჭრო პოლიტიკის მიმართულების გენერალურ დირექტორთან, იუნგ-მან კიმთან, FOMEK-ის თავმჯდომარესთან, ჯინ-შიკ ჩოისთან და უფროს ვიცე-პრეზიდენტთან, ჰიუნ-ჩოლ კიმთან.
შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენებისა და ბიზნესწრეებს შორის კავშირების გაძლიერების პერსპექტივები.
