Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მიხეილ თიგიშვილმა მონაწილეობა მიიღო კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მაღალი დონის ფორუმში

19 ნოემბერს, საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა მონაწილეობა მიიღო კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში გამართულ მაღალი დონის დიპლომატიურ და ეკონომიკურ ფორუმში (South Korea’s Deepening Strategic Partnerships), რომელიც კორეასა და პარტნიორ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს მიეძღვნა.

ღონისძიების ფარგლებში საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გამართა შეხვედრები კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ მრჩეველთან მშვიდობის უზრუნველყოფისა და დიპლომატიის საკითხებში, სონგ იონგ-გილთან, და ეროვნული ასამბლეის წევრთან და ასამბლეის გლობალური დიპლომატიისა და უსაფრთხოების ფორუმის თავმჯდომარესთან, იუნ ჯე-ოკთან. 

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების გაღრმავების, მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაფართოების საკითხები.