Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია საზღვარგარეთ; დიასპორის წევრების ჩართულობა ქართული კერძების, რეცეპტებისა და კულტურის გაცნობაში; კულინარიული ღონისძიებების, სასწავლო შეხვედრების და ბანაკების ორგანიზება, სადაც მონაწილეები აქტიურად შეისწავლიან ქართული კერძების მომზადებას; დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული რესტორნების, კულინარიული კლუბებისა და სკოლის პროექტების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით. 

შეხვედრა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტთან

შეხვედრა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტთან

2026 წლის 23 ივნისს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხეილ თიგიშვილმა მონაწილეობა მიიღო კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ლი ჯე-მიუნგის მიერ კორეის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ღონისძიებაში. მიხეილ თიგიშვილმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა კორეის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ,,შუა დერეფნის" მნიშვნელობასა და საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლისა და სატრანსპორტო ჰაბის როლზე, რაც მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის კორეასთან თანამშრომლობისთვის ლოგისტიკის, დაკავშირებადობის, ვაჭრობისა და მიწოდებათა ჯაჭვების მდგრადობის მიმართულებებით.

შეხვედრა Hyundai Motor Group-ის წარმომადგენელთან

შეხვედრა Hyundai Motor Group-ის წარმომადგენელთან

2026 წლის 19 ივნისს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა გამართა შეხვედრა გამართა კომპანია Hyundai Motor Group-ის გლობალური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსთან, სანგჯინ კიმთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და Hyundai Motor Group-ს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს პოტენციალს, როგორც რეგიონულ ლოგისტიკურ და საწარმოო ჰაბს. ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს, შუა დერეფნის განვითარებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ხელსაყრელ საგადასახადო გარემოსა და წყალბადის ენერგეტიკის სფეროში პროექტების განხორციელების შესაძლებლობას.

შეხვედრა კორეის რესპუბლიკის პატრიოტთა და ვეტერანთა საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან

შეხვედრა კორეის რესპუბლიკის პატრიოტთა და ვეტერანთა საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან

2026 წლის 17 ივნისს, ქ. სეჯონგში, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა გამართა შეხვედრა კორეის რესპუბლიკის პატრიოტთა და ვეტერანთა საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულების გენერალურ დირექტორთან, სიულ კი კიმთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ვეტერანთა საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის ინსტიტუციური ურთიერთობების განვითარებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის (MOU) გაფორმების შესაძლებლობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვეტერანთა სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის, პროფესიული გადამზადებისა და სამოქალაქო ცხოვრებაში რეინტეგრაციის მიმართულებით გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საკითხებს. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო კომუნიკაციისა და სამუშაო კონტაქტების გაგრძელებაზე.

შეხვედრა კორეის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან
შეხვედრა კორეის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან

შეხვედრა კორეის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან

2026 წლის 29 მაისს, საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა გამართა შეხვედრა კორეის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს საერთაშორისო განათლების დაგეგმარების ბიუროს გენერალურ დირექტორთან, ქ-ნ ნან-იუნგ ლისთან. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს  „ჩემი ქართული სკოლა“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს  „ჩემი ქართული სკოლა“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება

2026 წლის 28 მაისს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სასტუმრო „The Ambassador Seoul - A Pullman Hotel“-ში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

შეხვედრა Korean Air-ისა და T'way Air-ის წარმომადგენლებთან
შეხვედრა Korean Air-ისა და T'way Air-ის წარმომადგენლებთან

შეხვედრა Korean Air-ისა და T'way Air-ის წარმომადგენლებთან

2026 წლის 27 აპრილს, კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე გაჩეჩილაძემ, და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა, საელჩოს ორგანიზებით, შეხვედრა გამართეს კორეული ავიაკომპანია Korean Air-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტებთან, კვანგჰო კოსთან და ტი ჯეი კიმთან. ასევე გაიმართა მათი შეხვედრა ავიაკომპანია T’way Air-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტთან, ჩანგსუპ შიმთან. შეხვედრების ფარგლებში მიმოხილულ იქნა საქართველოსა და კორეას შორის საავიაციო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, მ.წ. მაისში Korean Air-ის მიერ საქართველოს მიმართულებით სეზონური ჩარტერული რეისების განახლების საკითხი. ასევე საუბარი შეეხო კომპანია T'way Air-ის მიერ საქართველოში ფრენების განხორციელების შესაძლებლობას. მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნულ საკითხებზე კოორდინირებული მუშაობის გაგრძელებაზე.

შეხვედრა Hyundai Heavy Industries-ის წარმომადგენლებთან
შეხვედრა Hyundai Heavy Industries-ის წარმომადგენლებთან

შეხვედრა Hyundai Heavy Industries-ის წარმომადგენლებთან

2026 წლის 22 აპრილს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა გამართა შეხვედრა კომპანია Hyundai Heavy Industries-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტთან, კვან-სიკ ვუსთან.  შეხვედრაზე განხილულ იქნა ქართულ მხარესა და Hyundai Heavy Industries-ის შორის საინვესტიციო, სამრეწველო და ლოგისტიკური მიმართულებებით პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობა.

შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს წარმომადგენელთან
შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს წარმომადგენელთან

შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს წარმომადგენელთან

2026 წლის 17 აპრილს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა გამართა შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის ბიუროს გენერალურ დირექტორთან, ჩანგ სოიკთან. შეხვედრისას, მხარეებმა მიმოიხილეს ჯანდაცვის სფეროში არსებული აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“. კონკურსის მიზანია ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ასევე, დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.

შეხვედრა კომპანია K-water-ის წარმომადგენელთან
შეხვედრა კომპანია K-water-ის წარმომადგენელთან

შეხვედრა კომპანია K-water-ის წარმომადგენელთან

2026 წლის 11 მარტს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა გამართა შეხვედრა კომპანია K-water-ის გლობალური ბიზნესის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, დაიკ სონთან. შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები.