Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შალვა პაპუაშვილის შეხვედრა კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინსიტრის პირველ მოადგილესთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ ჩო ჰაინდონგს შეხვდ

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა კორეული მხარის მიმართ საქართვა.ელოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ისაუბრა არაღიარების პოლიტიკაზე და იმედი გამოთქვა, რომ კორეა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციას მისცემს ხმას.

მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის სამეზობლოში მიმდინარე მოვლენებზე. აგრეთვე, მიმოიხილეს ორმხრივ დღის წესრიგში არსებული საკითხები, მათ შორის, ვაჭრობა, ინვესტიციები, პირდაპირი ფრენები და სხვა.

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი თანმხლები დელეგაციის მიერ კორეის რესპუბლიკაში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.