შეხვედრა კორეის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან
2026 წლის 29 მაისს, საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა გამართა შეხვედრა კორეის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს საერთაშორისო განათლების დაგეგმარების ბიუროს გენერალურ დირექტორთან, ქ-ნ ნან-იუნგ ლისთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება
2026 წლის 28 მაისს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სასტუმრო „The Ambassador Seoul - A Pullman Hotel“-ში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.
შეხვედრა Korean Air-ისა და T'way Air-ის წარმომადგენლებთან
2026 წლის 27 აპრილს, კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე გაჩეჩილაძემ, და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა, საელჩოს ორგანიზებით, შეხვედრა გამართეს კორეული ავიაკომპანია Korean Air-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტებთან, კვანგჰო კოსთან და ტი ჯეი კიმთან. ასევე გაიმართა მათი შეხვედრა ავიაკომპანია T’way Air-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტთან, ჩანგსუპ შიმთან.
შეხვედრების ფარგლებში მიმოხილულ იქნა საქართველოსა და კორეას შორის საავიაციო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, მ.წ. მაისში Korean Air-ის მიერ საქართველოს მიმართულებით სეზონური ჩარტერული რეისების განახლების საკითხი. ასევე საუბარი შეეხო კომპანია T'way Air-ის მიერ საქართველოში ფრენების განხორციელების შესაძლებლობას. მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნულ საკითხებზე კოორდინირებული მუშაობის გაგრძელებაზე.
შეხვედრა Hyundai Heavy Industries-ის წარმომადგენლებთან
2026 წლის 22 აპრილს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა გამართა შეხვედრა კომპანია Hyundai Heavy Industries-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტთან, კვან-სიკ ვუსთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ქართულ მხარესა და Hyundai Heavy Industries-ის შორის საინვესტიციო, სამრეწველო და ლოგისტიკური მიმართულებებით პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობა.
შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს წარმომადგენელთან
2026 წლის 17 აპრილს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა გამართა შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის ბიუროს გენერალურ დირექტორთან, ჩანგ სოიკთან.
შეხვედრისას, მხარეებმა მიმოიხილეს ჯანდაცვის სფეროში არსებული აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.