Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩის შეხვედრა კორეის რესპუბლიკის საერთაშორისო სავაჭრო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტთან

მიმდინარე წლის 9 თებერვალს, ელჩმა თარაშ პაპასქუამ გაცნობითი შეხვედრა გამართა კორეის საერთაშორისო სავაჭრო ასოციაციის (KITA) ვიცე-პრეზიდენტთან გი-ჰიუნ კიმთან. ხსენებული ასოციაცია აერთიანებს 72000-მდე კორეულ კომპანიას და მისი მთავარი მისია არის გლობალური სავაჭრო ურთიერთობების განვითარება და ხელშეწყობა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების უახლოეს პერიოდში დაწყების მნიშვნელობა და ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები, ასევე სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები. კორეულ მხარეს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებისა და ტენდენციების, ასევე ქვეყანაში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესახებ.