Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩის შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვაჭრობის, ინდუსტრიის და ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან

მიმდინარე წლის 5 აპრილს, ელჩი თარაშ პაპასქუა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვაჭრობის, ინდუსტრიის, ენერგეტიკის, სტარტაპების და მცირე და საშუალო საწარმოების კომიტეტის თავმჯდომარეს კვან-სუკ იუნს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და დაადასტურეს მზაობა აქტიურად შეუწყონ ხელი საქართველო-კორეას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, ენერგეტიკული და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას. ამ მხრივ, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დროულად გახსნის მნიშვნელობაზე და გამოთქვეს იმედი, რომ ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დასრულდება. კომიტეტის თავმჯდომარემ სრული მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ელჩს ხსენებული მიმართულებების წარმატებით რეალიზაციაში.