ელჩის შეხვედრა კორეა-საქართველოს საპრლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან
19 იანვარს, ელჩმა თარაშ პაპასქუამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის კორეა-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ბ-ნ ვონ-ვუკ ლისთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. საუბარი შეეხო საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას და მიმდინარე წლის მარტის თვეში კორეის ეროვნული ასამბლეის სპიკერის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის საკითხებს. განხილულ იქნა სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით მიღწეული პროგრესი და სამომავლო პერსპექტივები. ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გახსნის მხრივ, ვონ-ვუკ ლიმ საქართველოს ელჩს მხარდაჭერა აღუთქვა. ასევე, შეხვედრაზე თარაშ პაპასქუამ კორეულ მხარეს, გაეროს გენელარული ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციების, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერის თხოვნით მიმართა.