ელჩის შეხვედრა კომპანია "Hanjin Travel" პრეზიდენტთან
მიმდინარე წლის 20 აპრილს, ელჩმა თარაშ პაპასქუამ შეხვედრა გამართა კორეის რესპუბლიკის უმსხვილესი ტურისტული კომპანიის „Hanjn Travel”-ის პრეზიდენტთან, კიო-ვუკ ანთან. შეხვედრისას განხილულ იქნა ტურიზმის ხელშეწყობის და ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების მიზნით ქვეყნებს შორის ჩარტერული რეისების განახლების საკითხები. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, ხაზი გაუსვეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ელჩმა კორეულ მხარეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართელოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. “Hanjin Travel” კორეის ავიახაზების „Korean Air”-ის შვილობილი კომპანიაა, რომელმაც 2018 და 2019 წლებში საქართველოს მიმართულებით რიგი ჩარტერული რეისი განახორციელა.