Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შალვა პაპუაშვილის შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან

მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, სეულში ოფიციალური
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბ-ნი შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ბ-ნ კიმ ჯინ-ფიოს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა დადებითად შეაფასეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის განმავლობაში ქვეყნებს შორის დინამიური და ნაყოფიერი ურთიერთობები და გამოხატეს არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა. საუბარი შეეხო კომიტეტების, მეგობრობის ჯგუფებისა და ადმინისტრაციების დონეზე საპარლამენტო კავშირების განმტკიცების საკითხებს.
აგრეთვე, განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, კულტურის, ვაჭრობის, პირდაპირი ფრენების, ტურიზმის, განათლების, თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებებით.
შალვა პაპუაშვილმა, კოლეგას, კორეის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.