საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში "Seoul Friendship Festival 2022"
მიმდინარე წლის 22-23 ოქტომბერს, საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ქალაქ სეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ფესტივალში „Seoul Friendship Festival 2022”. ორი დღის განმავლობაში საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართულ ღვინო, სხვა ალკოჰოლური და მინერალური სასმელები, თაფლი, ჩაი, ტრადიციულ ხელნაკეთი ნივთები და საქართველოს კულტურისა და ტურისტული შესაძლებლობების ამსახველი საინფორმაციო და ვიდეო მასალა. აღნიშნული ფესტივალი, ქ. სეულის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა და მას ათასობით დამთვალიერებელი დაესწრო.