Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საელჩოსა და იონგსანის კულტურის ფონდს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

24 აგვისტოს, საქართველოს საელჩოში გაიმართა ურთიერთგაგების მემორანდუმის (MOU) ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია საქართველოს საელჩოსა და იონგსანის კულტურის ფონდს შორის.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხეილ თიგიშვილმა და იონგსანის კულტურის ფონდის თავმჯდომარემ, ლიმ ჰიუნგ-ჯუმ.

მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც 2027 წელს ქ.სეულში გაიმართება პირველი მასშტაბური ქართული კულტურული ღონისძიებები.