Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა კორეის რესპუბლიკის იმპორტიორტთა ასოციაციის თავმჯდომარესთან

მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ელჩმა თარაშ პაპასქუამ გაცნობითი შეხვედრა გამართა კორეის რესპუბლიკის იმპორტიორტთა ასოციაციის (KOIMA) თავმჯდომარესთან, ბიუნგ-კვან კიმთან.  ხსენებული ასოციაცია აერთიანებს 8500-მდე ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიას, რომელთაგანაც 10 კომპანიის ხემძღვანელი მოწვეული იქნა აღნიშნულ შეხვედრაზეც. ელჩმა იმპორტიორებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ქართული საექსპორტო პროდუქციის პოტენციალის შესახებ, ასევე, განხილულ იქნა ადგილსამყოფელი ქვეყნის ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის დამკვიდრების შესაძლებლობები, გამოწვევები და პერსპექტივები. კორეულმა მხარემ დაინტერესება გამოხატა უახლოეს მომავალში საქართველოში საქმიანი ვიზიტის განხორციელების თაობაზე.