კორეელი მხატვრის ჰან ჰე-ვონის გამოფენის გახსნა
მიმდინარე წლის 24 აპრილს, ელჩი თარაშ პაპასქუა სეულში კორეელი მხატვრის ჰან ჰე-ვონის გამოფენის გახსნას დაესწრო. სხვა ნამუშევრებთან ერთად, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს შესახებ ფერწერული ტილოები, რომელიც ავტორმა საქართველოში მოგზაურობისა და თბილისში ხანგრძლივად ცხოვრების პერიოდს მიუძღვნა.
აღსანიშნავია, რომ კორეელ მხატვარს სამასზე მეტი ნამუშევარი აქვს შექმნილი საქართველოს შესახებ.
ბ-ნმა ჰანმა საელჩოს სამახსოვროდ თავისი ერთერთი ნამუშევარი გადასცა, რომელზეც თბილისის ისტორიული უბანი - ავლაბარი არის აღბეჭდილი.
აღნიშნული გამოფენა სეულში 24 აპრილი- 4 მაისის პერიოდში იმართება.