ელჩის შეხვედრა კორეის რესპუბლიკის მსხვილი კერძო კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან
მიმდინარე წლის 2 თებერვალს, საქართველოს ელჩმა, თარაშ პაპასქუამ საელჩოში უმასპინძლა კორეის რესპუბლიკის ერთერთი მსხვილი კერძო კომპანიის „NEW KOREA TRADING CORP“-ის აღმასრულებელ დირექტორს, კვანგ-ჰი ჰონგს (კორეის იმპორტიორტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე) და ვაჭრობის საკითხებზე კორეის კვლევითი ცენტრის (KOREA TRADE INTELLIGENCE) გენერალურ დირექტორს, ჯოონგ-ჰიუნ ჯოუს. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-კორეის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა, დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები, საინვესტიციო გარემო და ის შესაძლებლობები რომელიც არსებობს სავაჭრო და საინვესტიციო მიმართულებით ქართულ და კორეულ კომპანიებს შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდაც გააგრძელებენ აქტიურ კომუნიკაციას და თანამშრომლობას.