საქართველოს ელჩია ლექცია
2023 წლის 7 ივნისს, საქართველოს ელჩი კორეაში თარაშ პაპასქუა სეულის ჰანამ-დონგის საზოგადოებრივ ცენტრის შენობაში ჰანამის საზოგადოების წევრებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა. ელჩმა ორმოცამდე დამსწრე სტუმარს საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, რომელშიც ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ისტორიაზე, კულტურაზე, სამზარეულოსა და ქართულ ქვევრის ღვინოებზე.
ელჩმა ასევე უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს. ღონისძიების შემდეგ სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ.