შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (MOTIR) წარმომადგენელთან
2026 წლის 4 მარტს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა გამართა შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სავაჭრო შეთანხმებების მიმართულების გენერალურ დირექტორთან, ჯანჰე კიმთან.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების (CEPA) მიმდინარე წელს ხელმოწერისა და შემდგომი რატიფიცირების საკითხი.
მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა გააგრძელონ მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა.

