Korea Import Fair 2023
საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო კორეის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) ყოველწლიურ ღონისძიებაში "Korea Import Fair 2023", რომელიც 29 ივნისს- 1 ივლისის პერიოდში გაიმართა.
სამი დღის განმავლობაში ადგილობრივ იმპორტიორებსა და ექსპოზიციის სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ ქართულ სტენდთან გაცნობოდნენ საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს ისტორიასა და კულტურას, ასევე, მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალურ მეთოდთან და ღვინის დაყენების 8000 წლიან უწყვეტ ტრადიციასთან დაკავშირებით. ღვინის გარდა, მათ ასევე შესაძლებლობა ქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა პროდუქტს საქართველოდან, მათ შორის ქართულ თაფლსა და ჩაის.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მსხვილმა ექსპორტიორმა კომპანიებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და კორეის რესპუბლიკაში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა მისიებმა.