Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩის შეხვედრა კორეაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან

მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, საქართველოს ელჩმა თარაშ პაპასქუამ გაცნობითი ხასიათის ვირტუალური შეხვედრა გამართა კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან. ელჩმა ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში საქართველოსა და კორეას შორის მზარდ ურთიერთობებზე და საელჩოს მიერ სამომავლოდ დაგეგმილ პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ხაზი გაესვა სახალხო დიპლომატიის პროექტებში საქართველოს მოქალაქეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.