შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში
9 ნოემბერს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა გამართა შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ახლად დანიშნულ თავმჯდომარესთან, კიმ სუნგ ბუმთან.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობებისა და საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის განვითარებასა და ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირების შემდგომ განმტკიცებაზე.