შეხვედრა იონგდონგის მუნიციპალიტეტის მერთან
11 ნოემბერს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა გამართა შეხვედრა ჩრდილოეთ ჩუნგჩონგის პროვინციის იონგდონგის მუნიციპალიტეტის მერთან, ჯონგ იონგ ჩოლთან.
მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის რეგიონებს შორის თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის მევენახეობის, მეღვინეობისა და აგროტურიზმის მიმართულებით, ასევე გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2027 წლის მაისში იონგდონგის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ ღვინის ფესტივალში ქართველი მეღვინეებისა და დარგის სპეციალისტების მონაწილეობის შესაძლებლობას.
