საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციასთან
7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოგ ჯუნ სონგთან.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობები და მათი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. აღინიშნა, რომ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და უვიზო რეჟიმი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერებას.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის.
