Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და რესურსების სამინისტროს წარმომადგენელთან

7 ოქტომბერს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა გამართა შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და რესურსების სამინისტროს სავაჭრო შეთანხმებებზე მოლაპარაკებების მიმართულების დირექტორთან, მინიონგ ლისთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) ხელმოწერისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.