შეხვედრა კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა
25 აგვისტოს, საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხეილ თიგიშვილმა გამართა შეხვედრა კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ-სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორთან, ქალბატონ ჯოო ეუნ ჰაესთან.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ასევე, განიხილეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის „ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების (BIT) ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებების სტატუსი და შემდგომი ნაბიჯები.
