შეხვედრა კორეის სტარტაპებისა და მეწარმეობის განვითარების ინსტიტუტის (KISED) პრეზიდენტთან
13 აგვისტოს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა შეხვედრა გამართა კორეის სტარტაპებისა და მეწარმეობის განვითარების ინსტიტუტის (KISED) პრეზიდენტთან, იუ ჯონგ პილთან და ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები. კორეის მხარემ გამოხატა მზაობა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) და ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბთან თანამშრომლობის თაობაზე.
ასევე, საქართველომ მიიღო ოფიციალური მოწვევა მიმდინარე წლის დეკემბერში, სეულში დაგეგმილ საერთაშორისო ფესტივალზე „Come Up Festival” ეროვნული პავილიონით მონაწილეობასთან დაკავშირებით.
