შეხვედრა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტთან
2026 წლის 23 ივნისს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხეილ თიგიშვილმა მონაწილეობა მიიღო კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ლი ჯე-მიუნგის მიერ კორეის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ღონისძიებაში.
მიხეილ თიგიშვილმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა კორეის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ,,შუა დერეფნის" მნიშვნელობასა და საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლისა და სატრანსპორტო ჰაბის როლზე, რაც მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის კორეასთან თანამშრომლობისთვის ლოგისტიკის, დაკავშირებადობის, ვაჭრობისა და მიწოდებათა ჯაჭვების მდგრადობის მიმართულებებით.