Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს პარლამენტში კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრები გაიმართა

7 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოგ ჯუნ სონგს და კომიტეტის წევრებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

დელეგაციის წევრებმა ასევე შეხვედრა გამართეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან.

მხარეებმა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია საქართველოში ნიკოლოზ სამხარაძის მოწვევით იმყოფება.