შეხვერა კორეის მრეწველობის ფედერაციის წარმომადგენელთან
29 ოქტომბერს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა გამართა შეხვედრა კორეის მრეწველობის ფედერაციის (FKI) საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ბონგმან კიმთან.
მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ასევე დადებითად შეაფასეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება. ამასთან, კორეულმა მხარემ დაადასტურა ფედერაციის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებსა და ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი კავშირების შემდგომ გაღრმავებას.
