შეხვედრა კორეის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან
2026 წლის 29 მაისს, საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა გამართა შეხვედრა კორეის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს საერთაშორისო განათლების დაგეგმარების ბიუროს გენერალურ დირექტორთან, ქ-ნ ნან-იუნგ ლისთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის ICT-პროექტების, პროფესიული და უმაღლესი განათლების, აკადემიური კავშირებისა და ორმხრივი ურთიერთობების ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით.

