საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თარაშ პაპასქუა

დაიბადა 1986 წლის, 5 მაისს.

მას დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი, მაგისტრის ხარისხით, და ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი, საბაკალავრო პროგრამა.

2009-2014 წწ. თარაშ პაპასქუა იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის III, II და I მდივნის თანამდებობებს.

2014-2015 წწ. მუშაობდა მრჩევლად საქართველოს საელჩოში პოლონეთის რესპუბლიკაში.

2015-2019 წწ. იყო მრჩეველი ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში ეუთოსა და ვენაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

2019-2022 წწ. თარაშ პაპასქუა იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.

2022 წლის 1 ნოემბერიდან დაინიშნა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.