საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სეულში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით "ქართული დღე"

საქართველოს საელჩოს და კორეის რესპუბლიკის, წამყვანი, მედია კონგლომერატის „The Korea Herald”-ის თანამშრომლობით, 29 დეკემბერს, . სეულის, ცნობილ ცენტრში „Sebitseom Island” - ში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებითქართული დღე“, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია.

ქართული დღე წარმოადგენდა, The Korea Herald-ის ორგანიზებით, .. 14 ოქტომბრიდან - 29 დეკემბრამდე მიმდინარე ევრაზიის ეკონომიკური და კულტურული ფორუმის დასკვნით ღონისძიებას და იგი სრულად დაეთმო საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას.

საღამოზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა, -ნმა ოთარ ბერძენიშვილმა, ,,The Korea Herald-ის ჯგუფის თავმჯომარემ, -ნმა ჯუნგ ვონ-ჯუმ და The Korea Herald-ის პრეზიდენტმა, -ნმა ჩოი ჯინ-იანგმა.

-ნმა ოთარ ბერძენიშვილმა წარადგინა ქართული მეღვინეობის 8 000 წლიანი უწყვეტი ისტორია და ღვინის დამზადების უძველესი ტრადიცია. სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ ეხილათ ქართული კულტურის შემეცნებითი და ტურისტული პოტენციალის ამსახველი ვიდეო რგოლები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კორეის რესპუბლიკის ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმარველობების წევრები, ბიზნეს წრეების, ფინანსური ინსტიტუტების, კულტურის სფეროს წარმომადგნელები. მათ შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის მრავალსახეობა.