Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა კორეის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს (KOTRA) წარმომადგენელთან

12 თებერვალს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა გამართა შეხვედრა კორეის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს (KOTRA) გლობალური სამხრეთის გუნდის დირექტორთან, ლი დო ჰიუნგთან.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის კონკრეტული პროექტებისა და ბიზნეს-კავშირების განვითარების პერსპექტივები.