Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა კორეის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) თავმჯდომარესთან

2026 წლის 10 მარტს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა გამართა შეხვედრა კორეის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) თავმჯდომარესთან, იუნ იან-მისთან და მის მოადგილესთან, კი ჩანგ კვონთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული აგროპროდუქციის, ღვინის, მინერალური წყლებისა და ხორცის ექსპორტის შესაძლებლობებს. საუბარი ასევე შეეხო ასოციაციის ორგანიზებით სეულში გამართულ ყოველწლიურ გამოფენა "Korea Import Fair"-ში ქართული კომპანიების მონაწილეობის ხელშეწყობას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიმართულებით.