შეხვედრა Korean Air-ისა და T'way Air-ის წარმომადგენლებთან
2026 წლის 27 აპრილს, კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე გაჩეჩილაძემ, და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა, საელჩოს ორგანიზებით, შეხვედრა გამართეს კორეული ავიაკომპანია Korean Air-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტებთან, კვანგჰო კოსთან და ტი ჯეი კიმთან. ასევე გაიმართა მათი შეხვედრა ავიაკომპანია T’way Air-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტთან, ჩანგსუპ შიმთან.
შეხვედრების ფარგლებში მიმოხილულ იქნა საქართველოსა და კორეას შორის საავიაციო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, მ.წ. მაისში Korean Air-ის მიერ საქართველოს მიმართულებით სეზონური ჩარტერული რეისების განახლების საკითხი. ასევე საუბარი შეეხო კომპანია T'way Air-ის მიერ საქართველოში ფრენების განხორციელების შესაძლებლობას. მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნულ საკითხებზე კოორდინირებული მუშაობის გაგრძელებაზე.

