შეხვედრა Hyundai Motor Group-ის წარმომადგენელთან
2026 წლის 19 ივნისს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა გამართა შეხვედრა გამართა კომპანია Hyundai Motor Group-ის გლობალური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსთან, სანგჯინ კიმთან.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და Hyundai Motor Group-ს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს პოტენციალს, როგორც რეგიონულ ლოგისტიკურ და საწარმოო ჰაბს.
ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს, შუა დერეფნის განვითარებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ხელსაყრელ საგადასახადო გარემოსა და წყალბადის ენერგეტიკის სფეროში პროექტების განხორციელების შესაძლებლობას.
