შეხვედრა სეულის იონგსანის რაიონის მერთან
24 აგვისტოს, საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხეილ თიგიშვილმა გამართა სამუშაო შეხვედრა ქ. სეულის იონგსანის რაიონის ახლადდანიშნულ მერთან, კიმ კუიონგ-დესთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დედაქალაქებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შორის პარტნიორობის მნიშვნელობას.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2027 წლის აპრილში იონგსანის კულტურის ფონდთან თანამშრომლობით დაგეგმილი მასშტაბური ქართულ კულტურულ ღონისძიებების შესახებ.
