Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება

2026 წლის 28 მაისს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სასტუმრო „The Ambassador Seoul - A Pullman Hotel“-ში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა კორეის რესპუბლიკაში მიხეილ თიგიშვილმა და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა ბიუროს გენერალურმა დირექტორმა ჰიუნგ-ჩულ პარკმა. სიტყვით გამოსვლებში ხაზი გაესვა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის მეგობრულ ურთიერთობებს, თანამშრომლობის მზარდ დინამიკას, საერთო ღირებულებებსა და ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, კორეის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი სახელმწიფო უწყებების, ბიზნესწრეების, აკადემიური სფეროს, კულტურის, მედიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.