Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

2026 წლის 20 თებერვალს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხეილ თიგიშვილმა შეხვედრა გამართა Lotte Group-ის განვითარების განყოფილების უფროს მმართველ დირექტორთან, ჰი იანგ პარკთან და ამავე განყოფილების პირველი გუნდის დირექტორთან, ჯეკ ოჰთან.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო LOTTE-ს პრემიუმ კლასის საერთაშორისო ბრენდის ქართულ ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობას. საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური ზრდის და ამ კუთხით მიღწეული პროგრესის თაობაზე, ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტივიო გარემოს და მზარდ ტურისტულ სექტორს. აღინიშნა, რომ LOTTE ჯგუფის გამოცდილება ქმნის ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის მყარ და სანდო საფუძველს.

მხარეები შეთანხმდნენ კოორდინირებულ მუშაობაზე საკითხის შემდგომი დეტალური განხილვის მიზნით.