საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რწმუნებათა სიგელების ასლის გადაცემა

მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კორეის რესპუბლიკაში, თარაშ პაპასქუამ რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბ-ნ ჯონგ-ჰიუნ იუს.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის დროს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობაზე და სამომავლო  თანამშრომლობის პერსპექტივებზე.