საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან

2022 წლის 26 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან ბიონსუ სოსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების საკითხს და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობისა   და ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებების მნიშვნელობას.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში  თანამშრომლობის ძირითად საკითხებს. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა კორეულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

კორეულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა „World Expo 2030”-ზე და აღნიშნული ღონისძიების კორეის ქალაქ ბუსანში გამართვის მნიშვნელობაზე.