საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სეულში საქართველოს შესახებ კორეელი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, საქართველოს საელჩოს თანამონაწილეობით, სეულის ცენტრალურ უბანში კორეელი მხატვრის, ბ-ნი ჰან ჰე-ვონის გამოფენის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ექსპოზიცია ავტორმა საქართველოში ხანგრძლივად ცხოვრების პერიოდს მიუძღვნა და მის მიერ შექმნილი თითოეული ფერწერული ტილო საქართველოს თემატიკით არის შთაგონებული. გამოფენა სეულში 5-28 აგვისტოს პერიოდში გაიმართება და თითოეულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება უკეთ გაეცნოს საქართველოს უნიკალურ კულტურასა და ტურისტულ პოტენციალს.