ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი კორეის რესპუბლიკაში

14-17 იანვარს, საელჩოს ორგანიზებით, კორეის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი ზვიადაძის ხელმძღვანელობით.

დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს კორეის რესპუბლიკის მეცნიერების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მომავლის დაგეგმვის სამინისტროში, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კორეის წამყვან კომპანიებსა და ინსტიტუტებში.

ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კორეის ტექნოპარკების ასოციაციას შორის. ხელმოწერის ცერემონია კორეის ერთ-ერთ უმსხვილეს დეჯონის ტექნოპარკში გაიმართა, რომლის დასრულების შემდგომ მხარეებმა განიხილეს ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.

 

2018 წლის 18 იანვარი

 
 
ოთარ ბერძენიშვილი

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ