ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
შეხვედრა ქ. სეულის მერთან

ამა წლის 26 დეკემბერს, საელჩოს ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ქ. სეულის მერსა ბ-ნ პარკ ვონ-სუნსა და ელჩ ოთარ ბერძენიშვილის შორის.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კორეის რესპუბლიკა-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საელჩოს მიერ მიმდინარე წელს ქვეყნის დედაქალაქში განხორციელებული კულტურული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე სახალხო დიპლომატიის ფარგლებში საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის წარდგენა, რომელიც გულისხმობს კორეის რესპუბლიკაში მცხოვრები, სეულის უნივერსიტეტის არქიტექტურული ფაკულტეტის სტუდენტის ანა გულისაშვილის ნამუშევრის ქ. სეულისა და ქ. თბილისის ძველი უბნების ამსახველი ნახატის მერისთვის სამახსოვროდ გადაცემას.

შეხვედრაზე ასევე, განხილულ იქნა დედაქალაქებს შორის დაძმობილებისა და მაღალი დონის დელეგაციების ვიზიტების გაცვლის საკითხები. ბ-ნ პარკ ვონ-სუნმა ქ. სეულის მერიის სახელით მადლიერება გამოხატა საელჩოს ინიციატივასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ხსენებული ნამუშევარი სამუდამოდ განთავსდება მერიის შენობაში.

 

2017 წლის 26 დეკემბერი

 
 
ოთარ ბერძენიშვილი

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ