ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მიღების შესახებ

8 დეკემბერს, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქალაქ სეულის სასტუმრო Millennium Seoul Hilton-ში გაიმართა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება.

მიღებაზე მოწვეული იყვნენ კორეის საკანონმდებლო ორგანოსა და სახელმწიფო უწყებების, წამყვანი კონგლომერატების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი წარმომადგენლები და სეულში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. მიღებას საპატიო სტუმრის რანგში დაესწრო კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრი, მმართველი პარტიის წარმომადგენელი, საქართველო-კორეის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, ქ-ნი იუ სინგ-ჰი, რომელიც დამსწრეთა წინაშე სიტყვით წარდგა საქართველოს ელჩთან ერთად. ამასთან, საელჩოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, გვანჯუს უნივერსიტეტის სტუდენტთა ვოკალურმა ჯგუფმა პროფ. ლიმ ჯე-ჩოლის ხელძღვანელობით შეასრულა ქართული ხალხური სიმღერები.

მიღებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ 10-მდე სახეობის ქართული ღვინო, ჭაჭა, ასევე „ბორჯომისა" და „ნაბეღლავის" მინერალური წყლები.

 

2017 წლის 12 დეკემბერი

 
 
ოთარ ბერძენიშვილი

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ