ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ქართული პოეზიის საღამო სეულში

26 ოქტომბერს, კორეის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ASAN Institute-ისა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქ. სეულში მოეწყო „ქართული პოეზიის საღამო\", რომელიც მიეძღვნა შოთა რუსთაველის 850 წლისთავს და „ვეფხისტყაოსნის\" კორეულ ენაზე შესრულებულ ორ თარგმანს, პროფესორების ჩო ჯუ-კვანისა და ჰო სინგ-ჩოლის მიერ.

საღამოზე მოწვეული იყვნენ კორეის პარლამენტისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, კორეის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების მეთაურები და სეულში მცხოვრები ქართველები. პოეზიის საღამოზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის\" ორი თარგმანი კორეულ ენაზე დიდი შენაძენია როგორც ქართველებისათვის, ისე კორეელი მკითხველისათვის. ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იქნა პროფ. ჩო ჯუ-კვანის მიერ მომზადებული ვიდეო-რგოლი „ვეფხისტყაოსნისა\" და საქართველოს შესახებ.

ასევე, საელჩოს მხარდაჭერით, სპეციალურად ქართული პოეზიის საღამოსათვის კორეელმა ვიოლინისტმა, ბუსანის სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის პროფესორმა ბეკ ჰიუნ-კიუნგმა და გვანჯუს უნივერსიტეტის სტუდენტთა ვოკალურმა ჯგუფმა პროფ. ლიმ ჯე-ჩოლის ხელძღვანელობით შეასრულეს ქართული სიმღერები და კომპოზიციები.

მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.

 

2017 წლის 26 ოქტომბერი

 
 
ოთარ ბერძენიშვილი

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ