ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
სს „ანაკლია სითის“ დელეგაციის ვიზიტი კორეის რესპუბლიკაში

20-22 სექტემბერს, კორეის რესპუბლიკას ეწვია სს „ანაკლია სითის" დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში გაიმართა დელეგაციის შეხვედრები კორეის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან.

21 სექტემბერს, კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩონში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს სს ანაკლია სითისა და ინჩონის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას (IFEZ) შორის. მემორანდუმს კორეული მხრიდან ხელი მოაწერა IFEZ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კიმ ჯინ-იონგმა, ხოლო ქართული მხრიდან - ანაკლია სითის დირექტორმა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

22 სექტემბერს, კორეის უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის - KDB-ის ხელმძღვანელობასთან გაიმართა მოლაპარაკებები ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლო პერსპექტივებთან დაკავშირებით.

 

2017 წლის 24 სექტემბერი

 
 
ოთარ ბერძენიშვილი

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ