ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
გამოფენა საქართველოს შესახებ კორეის ეროვნულ ასამბლეაში

20-22 სექტემბერს კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს საელჩოსა და კორეა-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის თანაორგანიზებით პირველად მოეწყო გამოფენა საქართველოს ღირსშესანიშნაობების, კულტურისა და ისტორიის შესახებ, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქების ამსახველი ფოტოები, სამი სახეობის ქართული ანბანი და შუა საუკუნეების ქართული ტანსაცმლის ფოტოები.

გამოფენის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ კორეის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერი, კორეა-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის წევრები, მმართველი და ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წევრი დეპუტატები, საზოგადოების წარმომადგენლები და კორეაში მცხოვრები ქართველები.

დამსწრე პირებს სიტყვით მიმართეს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, იუ სინგ-ჰიმ და ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა, რომლებმაც ისაუბრეს ქართული და კორეული მდიდარი კულტურისა და ისტორიის შესახებ, აღნიშნეს, რომ მიმდინარე წელს სრულდება 25 წელი საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან და გამოთქვეს იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და მინერალური წყლები.

 

2017 წლის 23 სექტემბერი

 
 
ოთარ ბერძენიშვილი

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ