ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ ბალისტიკური რაკეტის მორიგი გამოცდის შესახებ

31.07.2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს შეშფოთებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სისტემატურად დარღვევის გამო და გმობს 2017 წლის 28 ივლისს ფხენიანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტის გამოცდას.

როგორც ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებისა და ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების მონაწილე, საქართველო ემიჯნება ნებისმიერ ქმედებას, რაც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

2017 წლის 31 ივლისი

 
 
ოთარ ბერძენიშვილი

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 5
6 8 9 10 11 12
13 14 15 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ